მიანმარში დაძაბულობა იზრდება

მიანმარში დაძაბულობა იზრდება

1601365
მიანმარში დაძაბულობა იზრდება

ბირმაში (მიანმარი) გუშინ გამართული სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო აქციის დროს დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ბოლო მონაცემებით 38 ადამიანი დაიღუპა.

მიანმარის პოლიტპატიმრების დახმარების ორგანიზაციიდან (AAPP) გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს სამხედროებმა და პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ნამდვილი ტყვიები გამოიყენეს, რის გამოც შედეგად ბოლო მონაცემებით 38 ადამიანი დაიღუპა. მეორეს მხრივ, ქვეყანაში ზოგიერთ რგიონებში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა.

ცნობისათვის, მდინარე წლის  1 თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. დააკავეს სახელმწიფოს ფაქტობრივი ლიდერი, აუნ სან სუ ჩი, ქვეყნის პრეზიდენტი ვინ მინი და პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები.

ამის შემდეგ კი ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები