ენტონი ბლინკენი კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ს შეხედულებებზე საუბრობს

ენტონი ბლინკენი კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ს შეხედულებებზე საუბრობს

1599021
ენტონი ბლინკენი კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ს შეხედულებებზე საუბრობს

ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ისინი კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით მტკიცედ უჭერენ მხარს ყოვლისმომცველ შეთანხმებას, რომელიც გააერთიანებს კვიპროსს, როგორც ორ-კომუნალურ და ორზონალურ ფედერაციას.

ენტონი ბლინკენმა, წარმომადგენლთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს, კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების თემაც შეაფასა და განაცხადა: „მომავალ თვეში შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გასამართი კვიპროსის შესახებ არაოფიციალურ შეხვედრასთან დაკავშირებითა აშშ-ს ადმინისტრაციის პოზიცია ასეთია; ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ყოვლისმომცველ შეთანხმებას, რომელიც გააერთიანებს კვიპროსს, როგორც ორ-კომუნალურ და ორზონალურ ფედერაციას. ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს.“

ცნობისათვის, გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერესის თანდასწრებით შვეიცარიის ქალაქ, ჟენევაში კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით არაოფიციალური შეხვედრა მიმდინარე წლის 27-29 აპრილს გაიმართება.


საკვანძო სიტყვები: #კვიპროსი , #ენტონი ბლინკენი

მსგავსი ინფორმაციები