ეკვადორში ციხეებში ბუნტის დროს დაღუპული პატიმრების რაოდენობა 67-მდე გაიზარდა
ეკვადორში ციხეებში ბუნტის დროს დაღუპული პატიმრების რაოდენობა 67-მდე გაიზარდა
სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ეკვადორში ციხეებში დაწყებული ბუნტის პოლიციის მიერ ჩახშობის დროს დაღუპული პატიმრების რაოდენობა 67-მდე გაიზარდა.
ეკვადორის პრესასთან საუბრისას, უფლებამოსილებმა განაცხადეს, რომ ციხეებში არეულობა განპირობებული იყო ბანდების ლიდერებს შორის ბრძოლით და ის გუშინ დილით 3 სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად დაიწყო.
უფლებამოსილთა თქმით, გუაიაკილის, კუენკასა და ლატაკუნგის ციხეებში მომხდარი არეულობების შედეგად დაღუპულ პატიმართა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ამბობენ, რომ ზოგიერთ პატიმარს თავი მოჰკვეთეს.
პრეზიდენტმა ლენინ მორენომ „თვითერით“ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: "კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ერთდროულად განახორციელეს ძალადობის აქტები ქვეყნის სხვადასხვა საპყრობილეში. უსაფრთხოების ძალებმა კონტროლირებადი ფორმით დაიწყეს მოქმედება უსაფრთხოების აღსადგენად გუაიაკილის, კუენკასა და ლატაკუნგის ციხეებში."