ავსტრალიაში ტყის ხანძრების შედეგად დამწვარი სახლების რაოდენობა 81-მდე გაიზარდა

ავსტრალიაში ტყის ხანძრების შედეგად დამწვარი სახლების რაოდენობა 81-მდე გაიზარდა

1577326
ავსტრალიაში ტყის ხანძრების შედეგად დამწვარი სახლების რაოდენობა 81-მდე გაიზარდა

ავსტრალიის დასავლეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქ პერტის ჩრდილო – აღმოსავლეთით ტყის ხანძრის შედეგად, რომელზეც ოთხი დღეა კონტროლის დამყარება ვერ ხერხდება, განადგურებული სახლების რაოდენობა 81 – მდე გაიზარდა.

დასავლეთ ავსტრალიის სახანძრო და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ინსპექტორმა, პიტერ სატონმა განაცხადა, რომ დაახლოებით ხუთასი მეხანძრე ცდილობს ხანძრის ჩაქრობას და რელიეფის და უამინდობის გათვალისწინებით, ხანძარი შეიძლება ერთი კვირა ან მეტი გაგრძელდეს.

სატონის ინფორმაციით, ხანძრის დროს, რომელმაც 10 ათასზე მეტი ჰექტარის ტერიტორია გადაწვა, განადგურებული სახლების რაოდენობა 81-მდე გაიზარდა.

აღნიშნული შტატის პრემიერ-მინისტრმა, მარკ მეკგოვანმა პერტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხანძრები, რომლებიც 4 დღეა გრძელდება დედაქალაქის გარშემო, ისევ საფრთხეს წარმოადგენს.

რეგიონში ამინდის პირობების გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის კვირის ბოლომდე. ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგია 1300-ზე მეტ სახლს არ მიეწოდება.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #ავსტრალია

მსგავსი ინფორმაციები