აშშ ნავალნის და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას მოითხოვს

აშშ ნავალნის და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას მოითხოვს

1576778
აშშ ნავალნის და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას მოითხოვს

რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 3.5 წლიანი პირობითი სასჯელი საპატიმრო სასჯელით შეუცვალეს, სასამართლო კონტროლის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.

ნავალნის წინააღმდეგ რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მოთხოვნით აღძრული საქმე მოსკოვის საქალაქო სასამართლოში განიხილეს.

სასამართლოს თავმჯდომარემ, ნატალია რეპნიკოვამ, განაჩენი ნავალნის წაუკითხა, რომელიც პროცესს ესწრებოდა.

მის მიხედვით, წარსულში კორუფციის ბრალდებით ნავალნისთვის მიცემული 3,5 წლიანი პირობითი სასჯელი, საპატიმრო სასჯელით შეუცვალეს იმ მოტივით, რომ მან არ შეასრულა სასამართლო კონტროლის მოთხოვნები.

სასამართლომ, შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვის გათვალისწინებით, ნავალნის დარჩენილი სასჯელის ციხეში გატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ნავალნის შეეძლება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 10 დღის განმავლობაში.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მოსკოვში, სადაც პოლიციამ უსაფრთხოების მკაცრი ზომები გაატარა, კრემლის ახლოს მდებარე მანეჟის მოედანზე შესაკრებად სხვადასხვა პროსპექტებიდან ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარმა ჯგუფებმა მოქმედება დაიწყო.

დროდადრო პოლიცია სასტიკად ექცეოდა პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ ლოზუნგებით ქალაქის ცენტრში გამოსულ იმ ჯგუფებს, რომლებიც ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა და მრავალი დემონსტრანტი დააკავეს.

ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ, სანქტ პეტერბურგში, ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა პროტესტის ნიშნად. პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა და მომიტინგეები დაშალა.

მეორეს მხრივ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოხატა ღრმა შეშფოთება მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

ბლინკენმა მოითხოვა ნავალნის და ბოლო დღეებში საპროტესტო აქციებზე დაკავებული ასობით დემონსტრანტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.


საკვანძო სიტყვები: #ნავალნი , #რუსეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები