ჯოზეფ ბორელიმ ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები შეაფასა

ჯოზეფ ბორელიმ ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები შეაფასა

1567300
ჯოზეფ ბორელიმ ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები შეაფასა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრ, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართული შეხვედრა, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას შეცვლის.

ბორელიმ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს,  „ერთობლივი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ასევე დასძინა, რომ 21 იანვარს (ხვალ) ჩავუშოღლუსთან შეხვედრას გამართავს.

„ხანგრძლივი შეხვედრა გვექნება. შევეცდებით უკეთესი გაგება ვიპოვოთ. ამჟამად არსებული გარემო გასული წლის ზაფხულთა შედარებით უკეთესია. იმედი მაქვს, რომ ჩემი შეხვედრა ჩავუშოღლუსთან უფრო მეტხანს გაგრძელდება, ვიდრე გასული წლის აგვისტოში მალტაში გაიმართა, რომელიც ერთ საათსაც კი არ გაგრძელებულა.  შევძლებთ თუ არა დინამიკის შეცვლას, ამას ვნახავთ. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ,“ განაცხადა ბორელიმ.

ცნობისათვის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 20-22 იანვარს ბრიუსელში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელ, ჯოზეფ ბორელის და ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნებთანა გამართავს შეხვედრებს.



მსგავსი ინფორმაციები