ნატო, აშშ-ს მხრიდან თურქეთის მიმართ S-400-ის გამო სანქციების დაწესებას მწუხარებით ხვდება

ნატო, აშშ-ს მხრიდან თურქეთის მიმართ S-400-ის გამო სანქციების დაწესებას მწუხარებით ხვდება

1546260
ნატო, აშშ-ს მხრიდან თურქეთის მიმართ S-400-ის გამო სანქციების დაწესებას მწუხარებით ხვდება

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, თურქეთის მიმართ, რუსეთიდან შეძენილი, სარაკეტო-თავდაცვის სისტემის S-400-ებისათვის სანქციების დაწესების გამო მწუხარება გამოთქვა. იენს სტოლტენბერგმა, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ ზდრავკო კრივოკაპიჩთან გამართული  შეხვედრის შემდეგ  ერთობლივ პრესკონფერენციაზე, უპასუხა შეკითხვებს თურქეთის წინააღმდეგ, აშშ-ს სანქციების შესახებ და აღნიშნა: „ვწუხვარ, რომ ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც ნატო-ს მოკავშირეები ერთმანეთს სანქციებს უწესებენ. თურქეთმა S-400-ების შეძენასთან დაკავშირებით თავისი შეშფოთებების შესახებ ადრეც ბევრჯელ განაცხადა. ეს არის ეროვნული გადაწყვეტილება. ამასთან, S-400 სისტემა არ არის თავსებადი ნატოს სისტემებთან. მე ამის შესახებ  ჩემი შეხედულება ადრეც ბევრჯერ დავაფიქსირე. მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა არსებული პრობლემების გამოსავალს უნდა ეძიონ. ამჟამად კი ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოზიტიურ გზას უნდა ვეძიიოთ.“



მსგავსი ინფორმაციები