IRINI-ის ოპერაციის სარდლობის ცენტრმა აღიარა, რომ თურქეთის გემზე  „უკანონო ჩხრეკა“ ჩატარდა

IRINI-ის ოპერაციის სარდლობის ცენტრმა აღიარა, რომ თურქეთის გემზე  „უკანონო ჩხრეკა“ ჩატარდა

1533051
IRINI-ის ოპერაციის სარდლობის ცენტრმა აღიარა, რომ თურქეთის გემზე  „უკანონო ჩხრეკა“ ჩატარდა

IRINI-ის ოპერაციის სარდლობის ცენტრმა აღიარა, რომ თურქეთის გემზე  ხმელთაშუა ზღვაში „უკანონო ჩხრეკა“ ჩატარდა. ოპერაციის სარდლობის ცენტრიდან, რომელიც იტალიაში მდებარეობს, საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია: „ოპერაცია IRINI-ის დროს, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს 2292 და 2526 რეზოლუციების შესრულების ფარგლებში,  თურქეთის დროშის ქვეშ მყოფ სატვირთო გემზე, სახელად  „როზელინი“ ოპერაციაში მონაწილე სამხედროები გემზე დაეშვნენ და  შეისწავლა იარაღის ემბარგო ლიბიის წინააღმდეგ. ეს ჩვენს მხრიდან განხორციელებული კეთილსინდისიერი ძალისხმევა  გახლდათ. სინამდვილეში დროშის სახელმწიფოსგან არანაირი ნებართვა არ ყოფილა ამ საკითხზე. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად არანაირი უკანონო მასალა არ აღმოჩენილა, რის შემდეგაც ჩხრეკა შეჩერდა. ოპერაცია ევროკავშირის ვალდებულების ნაწილია, მხარი დაუჭიროს ბერლინის კონფერენციის პროცესს (2020 წლის იანვარი) ლიბიის მიმართულებით და გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად, მას აქვს უფლებამოსილება განახორციელოს გემების შემოწმება საერთაშორისო ზღვაში, რომლებიც ეჭვმიტანილები იქნებიან  იარაღის ან მასთან დაკავშირებული მარაგების გადაზიდვაში ლიბიიდან და ლიბიაში.“

შეგახსენებთ, რომ ოპერაცია IRINI-ში მონაწილე გერმანულმა ფრეგატმა, რომელსაც ბერძენი სარდალი ხელმძღვანელობდა, თურქეთიდან, ლიბიისკენ მიმავალი საკვები პროდუქტებითა და საღებავი მასალებით   დატვირთული გემი, ხმელთაშუა ზღვაში საათობით გააჩერა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩხრეკა ჩაატარა.



მსგავსი ინფორმაციები