აგს-ში 4 ბირთვული რეაქტორი შენდება

პირველი რეაქტორი უკვე გადაეცა ექსპლოატაციაში

1466128
აგს-ში 4 ბირთვული რეაქტორი შენდება

არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის ელექტროენერგიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მშენებარე 4 ბირთვული რეაქტორიდან ერთ-ერთმა ფუნქციონირება დაიწყო. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა და დუბაის ემირმა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა, სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან  გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: ”ჩვენმა სპეციალისტებმა, საწვავის შევსებისა და ფართო მომცველი ტესტების დასრულების შემდეგ, წარმატებით აამოქმედეს პირველი რეაქტორი.”  მაქტუმმა ასევე  აღნიშნა, რომ ოთხივე რეაქტორის ექსპლოატაციაში გადაცემის შემდეგ, ქვეყნის ელექტროენერგიის საჭიროების 25 პროცენტი დაკმაყოფილდება, თანაც აგს-ო პირველი არაბული ქვეყანა გახდება, რომელიც ელექტროენერგიას  ბირთვული რეაქტორით გამოიმუშავებს. ოთხი რეაქტორის საერთო ღირებულება 25 მილიარდ დოლარი დაჯდება



მსგავსი ინფორმაციები