ეპიდემიამ მსოფლიოში 250 მილიონი ადამიანი მიიყვანა შიმშილის ზღვრამდე

2030 წლისთვის მსოფლიოში სიღარიბის აღმოფხვრის გეგმა ვერ განხორციელდება

1451080
ეპიდემიამ მსოფლიოში 250 მილიონი ადამიანი მიიყვანა შიმშილის ზღვრამდე

 

გაეროს ვარაუდით, კოვიდ-19 ეპიდემიამ   მთელს მსოფლიოში 250 მილიონი ადამიანი მიიყვანა შიმშილის ზღვრამდე ...ამის შესახებ განაცხადა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ექსტრემალურ სიღარიბესთან და ადამიანის უფლებებთან ბრძოლაში ოლივიე დე შუტერმა და დაამატა, რომ თუ ასე გაგრძელდა, 2030 წლისთვის მსოფლიოში სიღარიბის აღმოფხვრის გეგმას ცხოვრებაში ვერ გაატარებენ. შუტერმა, მის წინ ამ პოსტზე მომუშავე სპეციალური მომხსენებლის, ფილიპ ალსტონის მიერ მომზადებული მოხსენება წარუდგინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს. მანვე აღნიშნა, რომ მარტო ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ იქნება სიღარიბის ეფექტურად მოსაგვარებლად, არამედ, დაგროვილი სიმდიდრეც თანაბრად უნდა გადანაწილდეს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში. შუტერის აზრითვე, ეს დაავადება კიდევ 176 მილიონ ადამიანს მიიყვანს უკიდურეს სიღატაკემდე, რაც გრძელ ვადაში ყურადღების გარეშე დასტოვებს და მზრუნველობას მოუკლებს ქალებს, მიგრანტ მუშებს და ლტოლვილებს



მსგავსი ინფორმაციები