შეტაკება ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე: დაღუპულია სამი სამხედრო

შეტაკება ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე: დაღუპულია სამი სამხედრო

1436998
შეტაკება ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე: დაღუპულია სამი სამხედრო

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ლადაკის რეგიონში ინდოელ და ჩინელ სამხედროებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 3 ინდოელი სამხედრო დაიღუპა.

სატელევიზიო არხის NDTV-ს ცნობით, ლადაკში მდებარე გალვანის ხეობაში ინდოეთისა და ჩინეთის ძალებს შორის გუშინ ღამით ძლიერი შეტაკება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ინდოეთის არმიაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, შეტაკების შედეგად ინდურ მხარეზე 1 ოფიცერი და 2 სამხედრო დაიღუპა.

იქვე აღნიშნულია, რომ „ორივე მხარის უმაღლესი რანგის სმხედრო უფლებამოსილები ვითარების განსამუხტავად მუშაობენ.“

ლადაკის რეგიონი ინდოეთის ჩინეთის საზღვართან მდებარეობს.

ორ ქვეყანას შოროს გამავალი 3 ათას 500 კილომეტრიანი სასაზღვრო ხაზი მათ შორის სუვერენიტეტის საკითხზე კამათს იწვევს.

პეკინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ინდოეთის არუნაჩალ პრადეშის შტატში 90 ათასი კვადრატული კილომეტრის მიწის ნაკვეთი, რომელსაც "სამხრეთ ტიბეტს" უწოდებს მას ეკუთვნის, ხოლო ინდოეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 38 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობი, რომელიც მოიცავს აქსაი ჩინის პლატოებს, ოკუპირებულია ჩინეთის მიერ.


საკვანძო სიტყვები: #შეტაკება , #ინდოეთი , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები