ფრანგი მწერალი თურქეთით აღტაცებული დარჩენილა

“მე ძალიან მალე კვლავ დავბრუნდები ამ თურქეთში”

1418350
ფრანგი მწერალი თურქეთით აღტაცებული დარჩენილა

ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, მწერალი და სცენარისტი ჟან-კრისტოფ გრანჟი აღნიშნავს, რომ ნიღაბი, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ვერსად ვერ იპოვა, რამდენიმე ხნის წინ, ანკარაში ყოფნისას თავისუფლად იშოვა. ”გულწრფელად რომ ვთქვათ, მე მელანქოლია მეუფლება, როდესაც ვფიქრობ თურქეთზე. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ მე ძალიან მალე კვლავ დავბრუნდები ამ ქვეყანაში,” ხაზს უსვამს გრანჟი. მან ეს ვიდეო მიმართვა გაავრცელა ფრანგული ინსტიტუტის თურქული სოციალური მედიის ანგარიშზე, რომელიც მუშაობს ფრანგული კულტურის უცხოეთში პოპულარიზაციაზე. "სანამ საფრანგეთი საზღვრებს დახურავდა, მანამდე მე  თურქეთში ვიყავი და სწორედ აქედან ჩამოვიტანე ნიღაბიც და ჟელეც. კიდევ კარგი, რომ აქედან ჩამომიტანია, რადგან, პარიზში ვერსად ვერ ვიშოვე. ანკარაში გატარებული დღეები მენატრება, კიდევ ერთხელ აუცილებლად ვეწვევი ამ ქვეყანას, რადგან, ძალიან კარგი მოგონებები დამრჩა”, აღნიშნავს ფრანგი მწერალი. იგი მარტის თვეში ჩამოვიდა ანკარაში და მონაწილეობა მიიღო  ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით  გამართულ წიგნების გამოფენა-ბაზრობაში



მსგავსი ინფორმაციები