ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონ 527 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონ 527 ათასს გადააჭარბა

1415482
ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონ 527 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვი-19) გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 287 ათასს, შემთხვევების რაოდენობამ 4 მილიონ 256 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი მილიონ 527 ათასს გადააჭარბა.

ეპიდემიის ცენტრად გადაქცეულ აშშ-ში გარდაცვლილთა რიცხვმა 81 ათასს, დაავადებულთა კი მილიონ 385 ათასს გადააჭარბა. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ გარდაცვალების და დაავადების შემთხვევები ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში შემცირდა. ნიუ-იორკში ამ კვირაში ახალ ეპატზე გადასასვლელად და პერიფერიებში ზოგიერთი სექტორის გასახსნელად ემზადებიან. ამავდროულად თეთრის სახლის ვესტ გეიტში მომუავე პერსონალისთვის ახალი ტიპის კორონავირუსის ზომების ფარგლებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

ეპიდემიის ევროპის ცენტრად ქცეულ დიდ ბრიტანეთში კი პრემიერმა ბორის ჯონსონმა კოვიდ19-ს ზომების მოხსნის 50 გვერდიანი სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, ვაქცინის ან მკურნალობის ლოდინის გეგმა ვერ იქნება და დაამატა: „მასობრივი ვაქცინის ან მკურნალობის აღმოჩენას შესაძლოა ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდეს. უფო მეტიც, ყველაზე ცუდ შემთხვევაში შესაძლოა ვაქცინა სულაც ვერ აღმოაჩინონ.“

იტალიაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 179-ით 30 ათას 739-მდე გაიზარდა და მათგან 160 ექიმია. ქვეყანაში კოვიდ-19-ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 836-ით 82 ათას 488-მდე შემცირდა.

გერმანიაში გარდაცვლილია 7 ათას 580  და დაავადებულია 172 ათასი ადამიანი. გარდაცვლილთაგან 152 თურქია.

საქართველოში კორონავირუსის 639 დადასტურებული შემთხვევაა აქედან 349 გამოჯანმრთელდა 11 კი გარდაიცვალა.

კატარის ავიახაზები კი ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით სამედიცინო პერსონალს 100 ათასს უფასო ბილეთს გადასცემს. კატარის ავიახაზებში გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, სამედიცინო პერსონალს მისთვის გამოყოფილი უსაფო 100 ათასი ბილეთის აღება ინტერნეტით 12 მაისიდან  18 მაისამდე შეეძლებათ.  



მსგავსი ინფორმაციები