აქტუალური თემის ანალიზი 5/2020

ჰუმანიტარული კრიზისი იდლიბში

1350427
აქტუალური თემის ანალიზი 5/2020

აქტუალური თემის ანალიზი 5/2020

ჰუმანიტარული კრიზისი იდლიბში

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი

ასადის რეჟიმს რუსეთის და ირანის მხარდაჭერით დიდი ხანია იერიში მიაქვს იდლიბზე, მხოლოდ ბოლო ორ თვეში 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მიატოვა საცხოვრებელი, ათასობით ადამიანი კი დაღუპა ან დაშავდა. რეჟიმი და მისი მოკავშირეები ცდილობენ არა მხოლოდ სამხედროების არამედ პირდაპირ მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნეში ამოღებით მოახდინონ ჯერ რეგიონის გაუკაცრიელება შემდეგ კი მისი ხელში ჩაგდება. იდლიბში, რომელიც სირიის ოპოზიციისთვის ბოლო საყრდენია, ძალიან რთულ პირობებში ოთხ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობაც დევნილია. თურქეთი კი აქ მთელი ძალით ცდილობს შეაჩეროს ჰუმანიტარული კრიზისი.

2018 წლის სექტემბერში ხელმოწერილი სოჭის შეთანხმების მიუხედავად, რეჟიმის შეტევები იდლიბის წინააღმდეგ ინტერვალებით გაგრძელდა, ხოლო მას შემდეგ, რაც რუსებმა საჰაერო დარტყმები წამოიწყეს, იდლიბი კვლავ შეტაკებების ცენტრში მოექცა. 2019 წლის აპრილში დაწყებული თავდასხმების შემდეგ, რეჟიმმა ჩრდილოეთით წინ წაიწია, ეს პროცესი მორეკში მყოფი თურქეთის შეიარაღებული ძალების ბაზის ალყაში დარჩენით და ოპოზიციის მიერ ჰან შეიხუნის დაბის დაკარაგვით დასრულდა.

ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარე შეტევებისა და რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად ასობით ათასმა მშვიდობიანმა ადამიანმა საცხოვრებელი ადგილი მიატოვა. ვარაუდობენ, რომ იდლიობის აუზში მცხოვრები, ყველა თავდასხმის შედეგად დევნილი მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი 1.6 მილიონს მიუახლოვდა. ამასთან, აცხადებენ, რომ არსებობს 322 მილიონი აშშ დოლარის მატერიალური ზარალი. ბოლოდროინდელი შეტევების შედეგად, სურმანში მდებარე თურქეთის შეიარაღებული ძალების სადამკვირვებლო ბაზა, რეჟიმის ძალების მხრიდან არის გარშემორტყმული.

2019 წლის დეკემბრიდან მოყოლებული განხორციელებული თავდასხმების შედეგად  დაახლოებით 400 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე თურქეთის საზღვართან მივიდა. იდლიბის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ალეპოს დასავლეთით განხორციელებული ბოლო წინსვლები და თავდასხმებით რეჟიმის მიზანია გააკონტროლოს გზა M5 და შესაბამისად დაიპყროს ქალაქი მაარატ ელ ნუმანი. ფიქრობენ, რომ რუსეთისა და რეჟიმის მოკლევადიანი გეგმებია იდლიბში გზებზე M4-სა და M5-ზე კონტროლის დამყარება და ისეთ წერტილში მისვლა, საიდანაც იდლიბის ცენტრის ხმელეთიდან დაბომბვას შესძლებენ.

გარდა ამისა რუსეთის, ირანისა და რეჟიმის იდილიბზე შეტევების კიდევ ერთი მოტივაციაა სამოქალაქო დასახლებების დანგრევით, რეგიონის ხალხს აიძულონ მიგრაცია და ამით სირიაში შექმნან დემოგრაფია, რომლის მართვასაც შესძლებენ. ამისათვის სამოქალაქო პირებს ან მიგრიციას აიძულებენ ან კლავენ. შეიძლება ითქვას, რომ იდლიბი ასევე არის სამიზნე, რადგანაც იგი იფარებს ოპოზიციის დიდ მასებს და შეიარაღებულ ჯგუფებს. თურქეთმა 12 სადამკვირვებლო პუნქტით რეჟიმის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ხელი ვერ შეუშალა ჰუმანიტარულ კრიზისს, თუმცა მინიმუმ მის შემცირებას ცდილობს. თურქეთი, ერთის მხრივ, რუსეთთან პოლიტიკური/დიპლომატიური გავლენის გამოყენებას, მეორეს მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობის შექმნით იდლიბის საკითხშიც კრიზისის განმუხტვას ცდილობს, თუმცა, სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოება აგრძელებს იდლიბში მყოფი მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქისათვის ზურგის შექცევას 



მსგავსი ინფორმაციები