კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

1346393
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

ჩინეთში ქალაქ, უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 25-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 830 ადამიანი, რომელთაგან 177-ის მდგომარეობა მძიმეა.  ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული  კომისია აცხადებს.   გარდა ამისა, ზოგიერთ ქალაქში შეჩერებულ იქნა ბენზინგასამართი სადგურების, საავადმყოფოების, აფთიაქების და ბაზრების გარეთ მოქმედი საწარმოები. ამასთან, ერთად ზოგიერთ ქალაქებში ყველა ტურისტულმა კომპანიებმაც მუშაობა დროებით შეაჩერა.  ხელისუფლება ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას ელოდება, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქვეყნის ფარგლებს შიგნით და გარეთ მილიონობით ჩინელი მოგზაურობს. მეორეს მხრივ ჩინეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 144 მილიონი დოლარი გამოყვეს.



მსგავსი ინფორმაციები