ლონდონის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დეაშმა აიღო

უსმან ხანი გასულ წელს გაუთავისუფლებიათ პატიმრობიდან

1315466
ლონდონის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დეაშმა აიღო

 

ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონის ხიდზე გუშინ წინ განხორციელებულ ტერაქტზე, რომლის დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა, პასუხისმგებლობა რადიკალურმა ტერ ორგანიზაცია DAESH-მა აიღო. ქვეყანაში ახალი კამათი გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ თავდამსხმელი თურმე ტერაქტის გამო სასჯელს იხდიდა და 16 წლიანი პატიმრობის ნაცვლად 8 წელი მჯდარა რა,  შემდეგ იგი გაუთავისუფლებიათ. ადგილობრივი მედიის ცნობით, 28 წლის თავდამსხმელ უსმან ხანს, 2012 წელს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე თავდასხმის გეგმის მომზადებისთვის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ, 2018 წლის დეკემბერში იგი პირობითად გაუთავისუფლეს. ლონდონის ხიდი, სადაც ინციდენტი მოხდა გარკვეული ხნით დახურული დარჩება. გუშინ წინ, 14:00 საათზე, თავდამსხმელმა ხიდეზე 5 ადამიანი დაჭრა დანით და პოლიციამ შესძლო მისი გაუვნებელყოფა. ეს თავდასხმა ლონდონის ნატოს სამიტის წინ მოხდა და ამიტომ ქალაქში გაზარდეს უსაფრთხოების ზომებიც და პოლიციის რაოდენობაც



მსგავსი ინფორმაციები