ავსტრალიაში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ავსტრალიაში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

1304075
ავსტრალიაში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ავსტრალიაში ტყის ხანძრების გამო, რომელმაც საფრხე შეუქმნა დასახლებულ რეგიონებს, ახალი სამხრეთ უელსის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ახალი სამხრეთ უელსის ხელმძღვანელის გლედის ბერეჯიკლიანის განცხადებით, სიდნეის დასავლეთით ცისფერი მთების რეგიონში ტყის ხანძრებთან დროის მანძილზე 2013 წლიდან დღემდე პირველად გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ეს ნიშნავს, რომ კლიმატური პირობები და საქმეები შესაძლოა ძალიან სწრაფად შეიცვალოს.

შტატის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა დევიდ ელიოტმა განაცხადა, რომ ტყის ხანძრები, რომელთა პირისპირაც მოქალაქეები ამ კვირაში აღმოჩნდნენ, ქვეყნის მასშტაბით დღემდე ყველაზე სახიფათოა.  

უფლებამოსილთა განცხადებით, ახალი სამხრეთ უელსში პარასკევიდან დღემდე ტყის ხანძრების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 970 ათასი ჰექტარი ტყე და ნარგავი ტერიტორია, 150-ზე მეტი სახლი კი დაიწვა. სასწრაფო დახმარების სამსახურის შეფმა დომინიკ მორგანმა აღნიშნა, რომ დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი და მათგან 20 მეხანძრეა.  

კუინზლენდის შტატში 9 სახლი დაიწვა, შტატის დედაქალაქ ბრისბანში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერი დაბინძურდა და როგორც ახალი სამხრეთ უელსის ასევე კუინზლენდის შტატში ათასობით ადამიანი საევაკუაციო ცენტრებში გადაიყვანეს.

ავსტრალიის არმია ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 1500-ზე მეტ მეხანძრეს ეხმარება. ახალ სამხრეთ უელსთან ერთად, სადაც სამშაბათს ჰაერის ტემპერატურის 37 გრადუსამდე გაზრდაა მოსალოდნელი, სიდნეისა და ჰანტერის ხეობაში განგაში გამოაცხადეს.


საკვანძო სიტყვები: #ტყის ხანძარი , #ავსტრალია

მსგავსი ინფორმაციები