ავღანეთში მორიგი თავდასხმა სამართალდამცველებზე
ავღანეთში მორიგი თავდასხმა სამართალდამცველებზე
1302256
ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ბადღისის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 6 პოლიციელი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ბადღისის პოლიციის უფროსის განცხადებით, გზის პირას წინასწარ დანაღმული ბომბი მაშინ აფეთქდა, როდესაც პოლიციელების ავტომობილი იმ ადგილას გადაადგილდებოდა რა, მომხდარი აფეთქების შედეგად 6 პოლიციელი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. პოლიციის უფროსი მომხდარზე პასუხისმგებლობას რადიკალურ მოძრაობა თალიბანს აკისრებს. თალიბანს კი მომხდართან დაკავშირებით ამ დროისათვის არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია.