ტრამპმა რიადის შეთანხმებას "კარგი დასაწყისი" უწოდა

ტრამპმა იემენის სამხრეთში არსებული კრიზისი დასასრულებლად მოსალოდნელი რიადის შეთანხმება „კარგ დასაწყისად“ შეაფასა

1300939
ტრამპმა რიადის შეთანხმებას "კარგი დასაწყისი" უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იემენის სამხრეთში არსებული კრიზისი დასასრულებლად მოსალოდნელი რიადის შეთანხმება „კარგ დასაწყისად“ შეაფასა.  

დონალდ ტრამპმა მისი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე იემენის მთავრობასა და გაერთიანებულ არაბულ საემიროების მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტული სამხრეთის დროებით საბჭოს შორის კრიზისის აღმოსაფხვრელად მოსალოდნელი რიადის შეთანხმება შეაფასა.

„ძალიან კარგი დასაწყისია, გთხოვთ, ყველამ საბოლოო შეთანხმების მისაღწევად იმუშაოს“-ანიშნა ტრამპმა.

გაერთიანებული არაბული საემიროების მიერ მხარდაჭერილმა სამხრეთის დროებითის საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფმა ჰიზამ ემნის შენაერთებმა 10 აგვისტოს დროებით დედაქალ ადენზე, შემდეგ კი ებიენზე და შებვეზე კონტროლი დაამყარეს.

რეგიონში შეტაკებების შედეგად სამთავრობო ძალებმა აღნიშნული ქალაქები ისევ აიღეს, თუმცა გაერთიანებული არაბული საემიროების საჰაერო თავდასხმების შემდეგ ადენი, ებიენის ცენტრალური რაიონი ზენჯიბარი ისევ სამხრეთის დროებითი საბჭოს ძალების ხელში გადავიდა.

სამხრეთის დროებითი საბჭოს მიერ დროებითი დედაქალაქის ადენის და მიმდებარე პროვინციების დაკავების შემდეგ საუდის არაბეთმა საბჭოსა და მთავრობას დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.


საკვანძო სიტყვები: #შეთანხმება , #იემენი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები