ნიუ-იორკში 5 სხვადასხვა ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეტყობინება შევიდა
ნიუ-იორკში 5 სხვადასხვა ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეტყობინება შევიდა
1295955
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში 5 სხვადასხვა სახანძრო და გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეტყობინება შევიდა.
ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით, მანჰეტენის რეგიონში 5 სხვადასხვა სახანძრო და გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრში კვირას დაახლეობით15.30 საათზე ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეტყობინება შევიდა.
მუქარის გამო პოლიციამ აღნიშნულია შენობებიდან ადმიანების ევაკუაცია მოახდინა.
სახანძრო სამსახურის პრესსპიკერმა ჯეიმს ლონგმა განაცხადა: „შესწავლილი იქნა აღნიშნულ ცენტრში შესული მუქარები, გაირკვა რომ შეტყობინებები უსაფუძვლოა. ფაქტის დროს არავინ დაშავებულა.“
ნიუ-იორკის პოლიციაში გაკეთებული განცხადების თანახმად, მუქარებთან დაკავშირებული გამოძიება გრძელდება.