იაპონია “ჰაგიბისის“ შედეგებს ებრძვის

დაღუპულთა რაოდენობამ 68 კაცს მიაღწია

1288141
იაპონია “ჰაგიბისის“ შედეგებს ებრძვის

 

იაპონიის საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს განცხადებით, რომელიც ეყრდნობა სხვადასხვა რეგიონიდან მიღებულ ინფორმაციებს, შაბათ-კვირას ქვეყნის 6 რეგიონს თავს დამტყდარი  ტაიფუნ “ჰაგიბისის“, მთლიანობაში 68 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 15 დაკარგულად არის გამოცხადებული, 47-მა მდინარემ ჯებირები გაარღვია და 10 ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული დატბორა, მრავალ დასახლებას შეუწყდა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, 146 ადგილას მეწყერი ჩამოწვა. იაპონიის პრემიერ მინისტრმა აბე შინზომ განაცხადა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული რეგიონების რეკონსტრუქციისთვის მთავრობა გამოიყენებს სარეზერვო სახსრებს და ამასთან ერთად დამატებით ბიუჯეტსაც შეიმუშავებს.



მსგავსი ინფორმაციები