ტრამპმა ქურთი ფორმირებების შესახებ ახალი განცხადება გაავრცელა

მან იმედი გამოთქვა, რომ YPG/PKK-ე უსაფრთხოების ზონას დასტოვებს

1287013
ტრამპმა ქურთი ფორმირებების შესახებ ახალი განცხადება გაავრცელა

 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ქურთული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია თურქეთის საზღვარიდან დაშორების ტენდენციას იჩენს და იქვე იმედი გამოთქვა, რომ ქურთული შეიარაღებული ფორმირებები დასტოვებენ თურქეთის საზღვრისპირა სავარაუდო ბუფერულ რეგიონებს. ტრამპმა, რომელიც ვაშინგტონში ამომრჩევლებს შეხვდა, ანკარის მიერ დაწყებული “მშვიდობის წყაროს“ ოპერაციის ტერიტორიებიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა და თქვა, რომ არასწორი საგარეო პოლიტიკის გამო, გასულ წელს მათი ქვეყანა ერაყის ცენტრალურ მთავრობასა და რეგიონალურ ქურთულ მთავრობას შორის დარჩა, ხოლო ახლა კი თურქეთსა და ქურთულ YPG/PKK-ს შორის. "ამჟამად YPG/PKK-ს ფორმირებები, თურქეთ-სირიის საზღვრიდან 22 მილის დაშორების ტენდეციას იჩენენ, რაც კარგი რამ არის. დაე მათი (თურქების) საზღვრები მათივე იყოს",-აღნიშნა ტრამპმა. ამერიკული ჯარების ოპერაციის ზონიდან გაყვანის გადაწყვეტილების შეფასებისას კი თქვა: "როცა ჩვენ ვერ ვიცავთ ჩვენს საკუთარ საზღვრებს, თურქეთ-სირიის საზღვარზე მათ 50 წლის განმავლობაში ვეღარ დავტოვებთ." მანვე იმედი გამოთქვა რომ ქურთები სავარაუდო უსაფრთხოების ზონიდან გავლენ, რადგან, ისინი განწირულნი არიან დამარცხებისთვის



მსგავსი ინფორმაციები