საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანთა“ ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება

საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანთა“ ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება

1278370
საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანთა“ ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება

საფრანგეთში „ყვითელიჟილეტებიანები“, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და მთავრობის პოლიტიკის საწინააღმდეგო ანტისამთავრობო აქციებს აგრძელებენ. საწვავის ფასების ზრდის  და ცუდი ეკონომიკური პირობების საპასუხოდ გასულ წელს დაწყებული საპროტესტო აქციები, რომელიც შემდეგ ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა, უკვე  46-ე კვირაა გრძელდება. 46-ე კვირის აქცია  დედაქალაქ პარიზში და სხვა მრავალ ქალაქში    მაღალი დონის უსაფრთხოების ზომების ფონზე ჩაიარა მაგრამ, პოლიციასთან შეტაკება მაინც  მოხდა რა, პოლიციამ აქციის მონაწილეების  წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, ასევე ხუთი პირის დაკავებას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქციაზე მონაწილეების რაოდენობასთან და დაკავებებთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში, ყვითელჟილეტებიანების მიერ საწვავზე ფასის მატების საწინააღმდეგოდ დაწყებული  აქციები, რომელიც 2018 წლის  17 ნოემბერს დაიწყო და  შემდეგ ანტისამთავრობო აქციებში გადაიზარდა,  დღემდის გრძელდება.  გასული წლის 17 ნოემბრიდან დღემდე აქციების დროს 11 ადამიანი დაიღუპა, 4000-ზე მეტი დაშავდა, ხოლო 12000-ზე მეტი დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები