სამგზავრო გემს ცეცხლი გაუჩნდა

დაკარგულად არის გამოცხადებული 23 კაცი

1257490
სამგზავრო გემს ცეცხლი გაუჩნდა

 

ინდონეზიის იავას კუნძულის მასალემბუს ღია წყლებში ცეცხლი გაუჩნდა სამგზავრო გემს, რის შედეგადაც დაკარგულად არის გამოცხადებული 23 კაცი. ჯერ ჯერობით დაუდგენელია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. მიღებული ინფორმაციებით, გემზე ეკიპაჟის ჩათვლით სულ 162 ადამიანი იმყოფებოდა და მაშველებმა შესძლეს 139 კაცის ევაკუირება, ხოლო დაკარგულად გამოცხადებული 23 კაცის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები