მაიკ პომპეო ევროპის ტურნეს იწყებს

მაიკ პომპეო ევროპის ტურნეს იწყებს

1193861
მაიკ პომპეო ევროპის ტურნეს იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ორმხრივი ურთიერთობების და რეგიონალური საკითხების განსახილველად ზოგიერთ ევროპის ქვეყნებს ეწვევა.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საგარეო საქმეთა დეპარტამენტი  ავრცელებს. საგარეო უწყებიდან გავრცელებული ინფორმაციით,  პომპეო ევროპის ტურნეს 6 მაისს ფინეთიდან დაიწყებს სადაც იგი „არქტიკი“-ს საბჭოს 11-ე  სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. 7 მაისს მაიკ პომპეო  ბერლინში ჩავა სადაც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს  შეხვდება. შეხვედრაზე უკრაინის,  რუსეთის,  ჩინეთის,  სირიის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საკითხზე იმსჯელებენ. გერმანიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ ამერიკის სახელმწოფო მდივანი დიდ ბრიტანეთს ეწვევა სადაც პრემიერმინისტრ,  ტერეზა მეის და თავის კოლეგა,  ჯერემი ჰანტის შეხვდება.


საკვანძო სიტყვები: #მაიკ პომპეო , #ევროპა , #ტურნე

მსგავსი ინფორმაციები