ვენესუელაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მიმდინარეობს

მთავრობა გადატრიალების მცდელობის აღსაკვეთად შესაბამისი ზომების მიღბას ცდილობს

1192767
ვენესუელაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მიმდინარეობს

ვენესუელის მთავრობიდან გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციასთან კავშირში მყოფი ერთი ჯგუფი სამხედროების მიერ წამოწყებული სამხედრო გადატრიალების მცდელობის ჩახშობას ცდილობენ. ქვეყნის ინფორმაციის, კულტურის და ტურიზმის  მინისტრმა ხორხე როდრიგესმა სოციალურ ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ხელისუფლება ზომებს იღებს იმ სამხედროებთან მიმართებაში, რომლებიც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებენ. საკითხთან დაკავშირებით მოწოდება გააკეთა პარლამენტის თავჯდომარემაც და მოსახლეობას, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდაჭერისკენ და  პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდათ. თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ ლოპეზმა კი აღნიშნა, რომ საჭირო ზომებს იღებენ  ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ჩასახშობად. მიმდინარე წლის იანვრის თვიდან მოყოლებული საკუთარი თავის დროებით პრეზიდენტად გამომცხადებელმა ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ  სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში მოსახლეობას და  სამხედროებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. „ყველა სამხედროს და მათი ოჯახის წევრებს მოვუწოდებ, გარეთ გამოვიდნენ. ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებში საბოლოოდ ბოლო უნდა მოვუღოთ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების უზურპირებას“, - განაცხადა ხუან გუაიდომ.



მსგავსი ინფორმაციები