გოლანის მაღლობის გადაწყვეტილებას მსოფლიო აპროტესტებს

არავის არ უნდა ტრამპის გადაწყვეტილების აღიარება

1170750
გოლანის მაღლობის გადაწყვეტილებას მსოფლიო აპროტესტებს

 

დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საპრეზიდენტო გადაწყვეტილებას, რომ ისრაელის სუვერენიტეტს აღიარებს სირიის გოლანის მაღლობებზე, დიდი უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა მთელს მსოფლიოში.  

ევროკავშირის პრეს სპიკერმა განაცხადა: "ჩვენ არ ვაღიარებთ ისრაელის სუვერენიტეტს არც 1967 წლიდან ოკუპირებულ მიწებზე და არც გოლანის მაღლობზე".

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფანე დუჟარიჩის განცხადებით კი, "გოლანის მაღლობის სტატუსი არ შეცვლილა და გაერო-ს გოლანის პოლიტიკა, უშიშროების საბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებებშია მითითებული".

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით განაცხადა, რომ გოლანის მაღლობს ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად თვლიან და არ აპირებენ მისი ანექსიის აღიარებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზაჰაროვა ასე გამოეხმაურა ტრამპის გადაწყვეტილებას: "ეს გადაწყვეტილება, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს  ეწინააღმდეგება და სამწუხაროდ, მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გაზრდას შეუწყობს ხელს".

მსგავსი შინაარსის უარყოფითი განცხადებები გაავრცელეს ასევე კანადის, ესპანეთის, კატარის, ლიბანის, ერაყის, იორდანიის, მავრიტანიის და არაბთა ლიგის საგარეო საქმეთა სამინისტროებმაც და კიდევ აშშ-ში მცხოვრებმა მართლმადიდებელმა ებრაელებმაც.

ისრაელს სირიის კუთვნილი გოლანის მაღლობები ოკუპირებული ჰყავს 1967 წლიდან და ტრამპმა, გუშინ ხელმოწერილი გადაწყვეტილებით ეს მაღლობები ისრაელის ტერიტორიებად სცნო



მსგავსი ინფორმაციები