იაპონია კვლავ მიწისძვრამ შეძრა

მას მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია

1027980
იაპონია კვლავ მიწისძვრამ შეძრა

 

იაპონიის აღმოსავლეთ ღია წყლებში რიხტერის შკალით 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

აშშ-ს გეოლოგიური კვლევის ცენტრმა (USGS) განაცხადა, რომ ამ მიწისძვრის ეპიცენტრი, ქალაქ ოფუნატოდან 243 კილომეტრის დაშორებით,  10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

პირველი მონაცემების თანახმად, მიწისძვრას რაიმე მსხვერპლი ან ნგრევა არ გამოუწვევია და არც შესაძლო ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოუცხადებიათ.

ამ ქალაქში 2011 წელს მომხდარ 9 ბალიან მიწისძვრას ცუნამის კატასტროფა მოჰყვა, რასაც მთლიანობაში 18 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები