შვედეთმა ღაზის ბლოკადის გაუქმება მოითხოვა

უოლსტრომის აზრით ღაზაში მდგომარეობა კრიტიკულია

1007783
შვედეთმა ღაზის ბლოკადის გაუქმება მოითხოვა

 

შვედეთმა ტელ ავივისგან ღაზის ბლოკადის გაუქმება მოითხოვა.

შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ უოლსტრომმა განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა გააუქმოს ღაზაში დაწესებული ბლოკადა.

შვედეთის პარლამენტში დასმული კითხვის პასუხად უოლსტრომმა განაცხადა, რომ ღაზაში სიტუაცია ძალიან კრიტიკულია, რადგან, მიმდინარე წლის 30 მარტის აქეთ 136 ადამიანი დაიღუპა და 15 ათასზე მეტი კი დაშავდა.

აქედან გამომდინარე შვეციელმა დიპლომატმა ისრაელს მოუწოდა, ღაზის ბლოკადა მოხსნას, ხოლო ამის პარალელურად რეგიონში ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების შეტანის ნებართვაც გასცეს



მსგავსი ინფორმაციები