ირანის რეჟიმი მალე გაუქმდება?!

ამის შესახებ ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა განაცხადა

1003489
ირანის რეჟიმი მალე გაუქმდება?!

 

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიახლოვით ცნობილ  ნიუ-იორკის ყოფილი მერის, რუდი ჯულიანის აზრით, არსებობს მრავალი ნიშანი იმისა, რომ ირანის რეჟიმი მალე გაუქმდება.


საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ირანის ოპოზიციური, ეროვნული საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ საბჭოს ხელმძღვანელი მერიემ რაჯავი,  ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი, ასევე მრავალი არაბი და საერთაშორისო ოფიციალური პირი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულმა რაჯავიმ თქვა, რომ თავისუფალი ირანის შექმნისათვის  აუცილებელია ირანის რეჟიმის დამხობა და მანვე მადლობა გადაუხადა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ოპოზიციონერებს.

მისივე აზრით, თუ შესძლებენ ირანის რევოლუციური ლიდერის, აიათოლა ხომეინის ზეგავლენის შემცირებას, მაშინ, გარდაუვალი გახდება ამ რეჟიმის დაცემა.

აქვე სიტყვით გამოსულმა რუდი ჯულიანმაც, რომელიც 1994-2001 წლებში ნიუ-იორკის მერი იყო, განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის დასასრულს ხედავს და აქედან გამომდინარე მხარს დაუჭერენ ირანის რეჟიმის დამხობისათვის მებრძოლ ადამიანებს



მსგავსი ინფორმაციები