თეთრი სახლის სკანდალური განცხადება

განცხადებაში დაგმობის მაგიერ თელ-ავივის ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადეს

971118
თეთრი სახლის სკანდალური განცხადება

აშშ-მა ისრაელში საელჩოს იერუსალიმში გადატანის შემდეგ დაწყებული მოვლენების შესახებ, რის შედეგადაც 59 პალესტინელი დაიღუპა, სკანდალური განცხადება გააკეთა.

მაშინ, როდესაც ისრაელის ქმედებებმა მსოფლიოს მწვავე რეაქცია გამოიწვია, თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაში დაგმობის მაგიერ თელ-ავივის ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

განცხადებაში ნათქვამია: „თვალყურს ვადევნებთ ღაზაში მიმდინარე ძალადობის ფაქტებს. იქ მომხდარ ტრაგიკულ სიკვდილის შემთხვევებზე პასუხისმგებელი ჰამასია. რეგიონში დაძაბულობის პროვოკაციას განზრახ და უპასუხისმგებლოდ ჰამასი ახდენს... ჰამასს ხალხის საშინელი რისკების წინაშე დამყენებელი, ძალადობისკენ მომწოდებელი უგუნურობისთვის საბაბი არ აქვს. ისრაელს უფლება აქვს თავი დაიცვას.“


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები