თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დეაშ-ი თითქმის განადგურებულია

თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დეაშ-ი თითქმის განადგურებულია

944762
თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დეაშ-ი თითქმის განადგურებულია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სირიიდან გასვლის გადაწყვეტილების შემდეგ თეთრმა სახლმა განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ სირიაში დეაშ-თან ბრძოლა დასასრულს მიუახლოვდა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერსმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „სირიაში დეაშ-ის განადგურების მისია სწრაფად სრულდება, დეაშ-ი თითქმის განადგურებულია.“

სანდერსის თქმით, აშშ-ს სირიაში დარჩენილი დეაშ-ის ელემენტების განადგურება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ხოლო სირიიდან გასვლის თარიღიო არ დაუსახელებია.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ სირიასთან დაკავშირებულ გეგმებზე მოკავშირეებს ესაუბრა, მათ მოსაზრებები გაუზიარა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოკავშირეებთან კონსულტაციებს ისევ გააგრძელებენ.

თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებამდე აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.

სატელეფონო საუბართან დაკავშირებით საფრანგეთში გაკეთებულ გაცხადებაში ნათქვამია, რომ დეაშ-ი რეგიონში სტაბილურობის მსგავსად საფრანგეთის და აშშ-ს უსაფრთხოებასაც საფრთხეს უქმნის და ორი ქვეყანა დეაშ-ის წინააღმდეგ ბრძოლას საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში მტკიცედ გააგრძელებს.



მსგავსი ინფორმაციები