ტილერსონის შემდეგ მისი მოადგილეც წავიდა

გოლდშტეინის ადგილზე ნაუერტი დაინიშნა

929164
ტილერსონის შემდეგ მისი მოადგილეც წავიდა

 

აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერი ჰეტერ ნაუერტი, ამავე უწყებაში სახალხო დიპლომატიის საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

თეთრი სახლიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გუშინ გადაყენებული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სტივ გოლდშტეინის ადგილზე ჰეტერ ნაუერტი დანიშნა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, მისი მოადგილე გოლდშტეინიც, რომელიც ტილერსონს თან ახლდა აფრიკულ ტურნეში, გათავისუფლდა თანამდებობიდან.

გოლდშტეინმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების კვალდაკვალ  წერილობითი განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია: “ტილერსონი ჯერ არ შეხვედრია ტრამპს და ამიტომ ჯერ არ ვიცით მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები“



მსგავსი ინფორმაციები