გასაბერ ნავზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

დაიღუპა 30 მიგრანტი

897863
გასაბერ ნავზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

 

იემენიდან ჯიბუტისკენ მიმავალ გასაბერ ნავზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ნავი გადაბრუნდა და შედეგად 30 აფრიკელი მიგრანტი დაიღუპა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ხსენებულ ნავი გადატვირთული იყო 152 სომალელი და ეთიოპიელი მიგრანტით.

იემენში, სადაც მღელვარე წლები მიმდინარეობს, ირანის მხარდაჭერით გათამამებული შიიტი ჰუსიტები 3 წელზე მეტია რაც ამ ქვეყნის ცენტრალურ მთავრობას ებრძვიან და ამ უკანასკნელებს კი საუდის არაბეთი და კოალიცია უჭერს მხარს.

ამ სამოქალაქო ომის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 ათასობით ადამიანი დიდ შიმშილს და დეფიციტს ებრძვის.



მსგავსი ინფორმაციები