ისრაელმა სიკვდილით დასჯის კანონი დაამტკიცა

ისრაელმა სიკვდილით დასჯის კანონი დაამტკიცა

881329
ისრაელმა სიკვდილით დასჯის კანონი დაამტკიცა

ისრაელის პარლამენტმა პალესტინელებისადმი სიკვდილით დასჯის კანონი პირველივე კენჭისყრით დაამტკიცა. ქნესეთის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტი პირველივე ტურში 52 ხმით, 49-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. კანონპროექტს  ქვეყნის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც უჭერს მხარს.  მან საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში,  იორდანეს დასავლეთ ნაწილში არალეგალურ ებრაელთა დასახლებაში გასულ წელს მომხდარი მოვლენები გაიხსენა, რა დროსაც სამი ებრაელი გარდაიცვალა, აღნიშნა: „ცხოვრებაში მრავალი შოკისმომგვრელი შემთხვევა ვნახე, მაგრამ ამ მოვლენამ ჩემში მართლად და დიდი შოკი გამოიწვია. ადამიანები ძალიან სასტიკ ქმედებებს ჩადიან და ამის გამო ისინი სიცოცხლეს არ იმსახურებენ. ამ კანონს სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის ვცვლით.“ აღნიშნული კანონპროექტის ასამოქმედებლად ქნესეთში ორჯერ დამტკიცებაა საჭირო. ისრაელში სამოქალაქო სამართალში სიკვდილით დასჯა არ არსებობს. მსგავსი სასჯელი მხოლოდ სამხედრო სასამართლოში გამონაკლის შემთხვევაში სრულდება. იგი ისრაელის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ 1962 წელს ერთ-ერთი ნაცისტის წინააღმდეგ იქნა გამოტანილი.  



მსგავსი ინფორმაციები