ჩრდილოეთ კორეას ამერიკული სანქციები არ აშინებს

“1 მილიმეტრითაც კი არ გადავუხვევთ ბირთვული პოტენციალის გაზრდის გზიდან“

871969
ჩრდილოეთ კორეას ამერიკული სანქციები არ აშინებს

 

ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის ოფიციალურ გაზეთ როდონგ სინმუნში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეის ადმინისტრაცია ბირთვული პროგრამის საკითხში არ აპირებს მოლაპარაკების გამართვას აშშ-თან და ამიტომ იგი ამას განიხილავს როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან ახალი სანქციების დაწესების მიზეზად.

“აშშ-ი თავისი აგრესიული მიდგომით, კორეის ნახევარკუნძულზე არსებული დაძაბულობის, ჩვენთვის გადმობრალებას ცდილობს. ასე რომ, თუ ჩვენ არ მივიღებთ ამერიკის წინადადებას ბირთვული მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, მაშინ, იგი ჩვენს წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გაეროს რეზოლუციებით განიზრახავს და ამ სანქციებს შორის საზღვაო ბლოკადაც იქნება. ფხენიანი კი არ აპირებს 1 მილიმეტრითაც კი გადაუხვიოს ბირთვული ძალის გაზრდის გზიდან", აღნიშნულია  როდონგ სინმუნში.

ამ დროს  ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გუშინწინ გამოქვეყნებულ “აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში“ ჩრდილოეთ კორეა მოხსენიებულია ბირთვული იარაღის გამოყენებით, როგორც მილიონობით ამერიკელის  მოკვლის მსურველი ქვეყანა, ამიტომაც იგი ჩრდილოეთ კორეისა და ირანის შესაძლო სარაკეტო თავდასხმებისგან  დაცვის მიზნით ანტისარაკეტო თავდაცვით სისტემას განათავსებს.



მსგავსი ინფორმაციები