სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდის გაფრთხილება ტრამპს

სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდის გაფრთხილება ტრამპს

862664
სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდის გაფრთხილება ტრამპს

საუდის არაბეთის მეფე, სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდიმ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და გააფრთხილა, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება სამშვიდობო მოლაპარაკებებს და რეგიონალურ სიმშვიდეს დააზარალებს. საუდის არაბეთის სააგენტო SPA-ს ინფორმაციით, სალმან-ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, ვაშინგტონ-რიადს შორის ურთიერთობა, რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები იქნა განხილული. სატელეფონო საუბრის დროს, სალმანმა, ტრამპს განუცხადა, რომ მესჯიდი აქსა მუსლიმანების პირველი ყიბლეა და მისი სტატუსის შეცვლა, მსოფლიო მუსლიმანებში ახალი პროვოკაციის წარმოქმნის მიზეზი გახდება. მეფე სალმანმა ასევე დასძინა, რომ საუდის არაბეთი ყოველთვის იდგა პალესტინელი ხალხის გვერდით და ასე გააგრძელებს სამომავლოდაც.



მსგავსი ინფორმაციები