მექსიკაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

მექსიკაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

803759
მექსიკაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

მექსიკის სამხრეთით 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ს სეისმოლოგიური ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა, ქალაქ პიჯიჯიაპანიდან 123 კილომეტრის დაშორებით, 33 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელმა ცენტრმა   მიწისძვრის შემდეგ მექსიკაში, გვატემალაში, ეკვადორში კოსტა რიკაზე, ნიკარაგუაში, პანამაში, და ჰონდურასში   ცუნამის საშიშროება გამოცხადა.

ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად, წინასწარი მონაცემებით 32 ადამიანი დაიღუპა. მექსიკაში 1985 წელს მომხდარი 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #მექსიკა , #მიწისძვრა

მსგავსი ინფორმაციები