ცუნამი იაპონიის მთავრობაში

აბემ საკადრო ცვლილებები მოახდინა

783188
ცუნამი იაპონიის მთავრობაში

იაპონიის მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები მოხდა.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა შინზო აბემ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა ტარო კონო, ხოლო იტსუნორი ონოდერა ძველ თანამდებობაზე, თავდაცვის მინისტრის სავარძელში დააბრუნა, ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი იოშიმასი ჰაიაში განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრის სავარძელში ჩაჯდა, ეკონომიკური აღორძინების მინისტრის პოსტი შეითავსა კადრებზე პასუხისმგებელმა მინისტრმა ტოშიმიცუ მოტეგიმ. გარემოს დაცვის მინისტრი შუნიჩი სუზუკი ამავე დროს 2020 წლის ტოკიოს საზაფხულო ოლიმპიადის და პარა ოლიმპიადის მინისტრიც, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი სეიკო ნოდა გახდა. კოალიციური Komeito-ს პარტიის წევრებიდან ჰიროშიგეს ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრის, ხოლო მის თანაპარტიელ კეიჩი იშილს ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრის პორტფელები ერგოთ. იუსტიციის მინისტრი სავარძელი კვლავ იოკო კამიკავას დარჩა.

ბოლო საანკეტო გამოკითხვებით შინზო აბეს პოპულარობა საკმარისად შემცირდა და ამიტომ წავიდა სამთავრობო რევიზიაზე   



მსგავსი ინფორმაციები