სისი გერმანიას სტუმრობს

იგი მერკელმა მიიღო

751921
სისი გერმანიას სტუმრობს

გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულფეტტაჰ სისი მიიღო ამ ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად განიხილეს ტერორიზმთან ბრძოლის, არალეგალური მიგრაციის, კატარის და ლიბიის კრიზისები და მათი პოლიტიკური დიალოგით მოგვარების გზები.  

მერკელმა კმაყოფილება გამოთქვა ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მიმართ და მხარდაჭერა გამოთქვა ეგვიპტის ეკონომიკური რეფორმებისადმი.

სისიმ კი თქვა, რომ მისი ქვეყანა დიდ მცდელობებს იჩენს, რათა რეგიონში მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგუროს, ამ მიზნით კი მან მხარი დაუჭირა სირიის და ლიბიის კრიზისების მოლაპარაკებების გზით მოგვარებას



მსგავსი ინფორმაციები