ტრამპი სპარსეთის ყურეში შექმნილი დაძაბულობას გამოეხმაურა

ტრამპი სპარსეთის ყურეში შექმნილი დაძაბულობას გამოეხმაურა

747030
ტრამპი სპარსეთის ყურეში შექმნილი დაძაბულობას გამოეხმაურა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კატარსა და არაბულ ქვეყნებს შორის წარმოქმნილ დიპლომატიურ კრიზისს სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა. „ახლო აღმოსავლეთში ჩემი ვიზიტის დროს  განვაცხადე, რომ არ უნდა მოხდეს რადიკალური იდეოლოგიის დაფინანსება რა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა  ხელი კატარისკენ გაიშვირეს,“ ნათქვამია ტრამპის ოფიციალური Twitter-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მეორეს მხრივ, ქუვეითის ემირი შეიხ ალ საბაჰი კატართან წარმოქმნილი კრიზისის მოსაგვარებლად მედიატორის როლში  საუდის არაბეთს უნდა ეწვიოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ,  გაერთიანებულმა არაბულმა საემიროებმა, ბაჰრეინმა, ლიბიამ, იემენმა  და მალდივებმა კატართან  დიპლომატიური ურთიერთობები, ტერორიზმის მიმართ მხარდაჭერის ბრალდებით შეწყვიტეს, რა მასთან საჰაერო და სახმელეთო კავშირებიც შეაჩერეს და მათ ქვეყანაში მყოფ კატარელ დიპლომატებს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდეს.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ტრამპი , #კატარი , #Twitter , #განცხადება

მსგავსი ინფორმაციები