კატარი დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს

იგი საპასუხო სანქციების დაწესებას არ აპირებს

746888
კატარი დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს

კატარის კრიზისთან დაკავშირებით ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ მუჰამმედ ბინ აბდურრაჰმან ეს სანიმ განაცხადა, რომ მათთან დიპლომატიური ურთიერთობების გამწყვეტი არაბული სახელმწიფოების მიმართ რაიმე საპასუხო სანქციებს არ განახორციელებენ და მათთან უთანხმოებებს მხოლოდ დიალოგის გზით მოაგვარებენ.

მისმა კოლეგამ გაერთიანებული არაბული ემირატებიდან, ენვერ გარდაშმა კი Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში დოჰასგან გარანტიები და შესაბამისი საგზაო რუკა მოითხოვა. თუმცა მას გარანტიების შინაარსის შესახებ რაიმე დეტალები არ გაუთქვია.

კაიროდან მიღებული ინფორმაციებით კი, მეორე ბრძანებულებამდე ამ ქვეყნის საჰაერო სივრცე კატარული თვითმფრინავებისათვის დაიხურა. სპარსეთის ყურის საბჭოს წევრმა კუვეიტმა კი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა   



მსგავსი ინფორმაციები