ტრამპმა საელჩოს იერუსალიმში გადატანა შეაჩერა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელში თელ-ავივში მდებარე საელჩოს იერუსალიმში გადატანაზე ჯერ-ჯერობით უარი თქვა

744509
ტრამპმა საელჩოს იერუსალიმში გადატანა შეაჩერა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელში თელ-ავივში მდებარე საელჩოს იერუსალიმში გადატანაზე ჯერ-ჯერობით უარი თქვა.

ტრამპმა საელჩოს თელ-ავივში დარჩენისათვის გადაწყვეტილება მოაწერა ხელი, თუმცა დაჟინებით განაცხადა, რომ ეს არა გაუქმება, არამედ გადავადებაა.    

თეთრ სახლში მიზეზად ეროვნული უსაფრთხოება დაასახელეს და საელჩოს გადატანა 6 თვით გადაავადეს.

საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება გახლდათ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ამ გადაწყვეტილებაზე უარი პენტაგონის, საგარეო საქმეთა სამინსიტროსა და დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაციების შემდეგ მიიღო.

გადაწყვეტილებას კმაყოფილებით შეხვდა პალესტინა, ისრაელმა კი უკმაყოფილება გამოთქვა.  

პალესტინის სახელმწიფოს მეთაურის პრესსპიკერმა ნებილ ებუ რუდაინემ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა: „გადაწყვტილება, განსაკუთრებით რიადში ჩატარებული სამიტისა და პალესტინის სახელმწიფოს მეთაურის მაჰმუდ აბასის და ტრამპის შეხვედრების შემდეგ, მშვიდობისა და დნობის ხიდის აგების მცდელობების საკითხზე ამერიკის ხელისუფლების სერიოზულობის მაჩვენებელია.“   

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ იმედგაცრუებულები არიან.

ნეთანიაჰუს პრესცენტრში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „ისრაელი იმედგაცრუებულია იმით, რომ საელჩოს გადატანა ახლა არ მოხდება, თუმცა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ისრაელისადმი გამოჩენილი მეგობრობითა და საელჩოს მომავლში გადატანის პირობისადმი ერთგულების გამო კმაყოფილია.“

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის საელჩოს ჩათვლით ყველა საელჩო თელ-ავივის მაგიერ იერუსალიმში უნდა იყოს. აქვე ასევე აღნიშნულია: „საელჩოების (იერუსალიმის) დედაქალაქის გარეთ არსებობა, ებრაული სახელმწიფოსა და ხალხის იერუსალიმთან არანაირი კავშირის არსებობის თაობაზე პალესტინის ფანტაზიას ხელს უწყობს, აგვიანებ მშვიდობის დამყარებას.“

გაერომ კი ტრამპის გადაწყვტილებას „გონიერი“ უწოდა.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადებით, გენერალური მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ ეს გადაწყვტილება ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესის განახლებას.

ამერიკის კონგრესში 1995 წელში მიღებული საელჩოს კანონი, საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას ითვალისწინებს.

საელჩოს ადგილის შეცვლა ამერიკის ხელისუფლების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ნიშნავს, რის გამოც არც ერთი პრეზიდენტი ამ კანონს არ ასრულებს.  

ისრაელის მიერ 1967 წელში ოკუპირებულ იერუსალიმს საერთაშორისო საზოგადოებები და ორგანიზაციები რომელიმე ქვეყნის საკუთრებად არ აღიარებენ.

აღმოსავლეთ იერუსალიმი, სადაც ისლამის წმინდა ადგილებიდან მესჯიდი აქსა მდებარეობს, იორდანიისა და ეგვიპტის კონტროლის ქვეშაა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ისრაელი , #საელჩო , #იერუსალიმი

მსგავსი ინფორმაციები