აშშ-ი, შპაიჯერი გერმანიის შესახებ განცხადება

აშშ-ს და გერმანიას შორის კარგი ურთიერთობები არსებობს

742971
აშშ-ი, შპაიჯერი გერმანიის შესახებ განცხადება

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ შპაიჯერმა, ყოველდღიურ პრეს-კონფერენციაზე, სოციალური მედიის Twitter-ის საშუალებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხრიდან  გერმანიის გაკრიტიკების შესახებ, უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. აღნიშნა, რომ აშშ-ს და გერმანიას შორის კარგი ურთიერთობები არსებობს.

ჟურნალისტის კითხვას თუ როგორ შეაფასებდნენ გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებას, რომ ევროკავშირი აღარ მიენდობა აშშ-ს,  შპაიჯერმა უპასუხა:-ტრამპს და მერკელს შორის წარმოუდგენელი კარგი ურთიერთობებია. კარგად უგებენ ერთმანეთს და ტრამპი დიდ პატივს სცემს მერკელს. იგი მხოლოდ გერმანიას კი არა, მთელ ევროპას მნიშვნელოვან მოკავშირედ მიიჩნევს.

შპაიჯერმა გამოთქვა იდეა, რომ მერკელის სიტყვები  მედიის მხრიდან იქნა დამახინჯებული. როგორც მერკელმა განაცხადა ევროპის ბედი თავისავე ხელშია.  იგივე აზრი გაიზიარა ტრამპმაც და Twitter-ის საშუალებით განცხადებაში აღნიშნა, რომ გერმანიასთან გააჩნიათ დიდი სავაჭრო დეფიციტი. ნატოს და სამხედრო გადასახადს არსებულზე ნაკლებს იხდიან, რაც აშშ-ისთვის არ არის სახარბიელო. ეს უნდა შეიცვალოს-თქვა ამერიკელმა პრეს მდივანმა.



მსგავსი ინფორმაციები