პალესტინაში ადგილობრივი არჩევნები 17 მაისს ჩატარდება

ეს თარიღი მაჰმუდ აბბასიმ გამოაცხადა

662709
პალესტინაში ადგილობრივი არჩევნები 17 მაისს ჩატარდება

პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბბასიმ გასულ წელს გადავადებული ადგილობრივი არჩევნების თარიღად მიმდინარე წლის 17 მაისი დაასახელა.

დღეს რამალლაჰში პალესტინის მინისტრთა კაბინეტის შეკრება გაიმართა და მისი დასრულების შემდეგ წერილობითი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ არჩევნები ეროვნული ნების გამოვლენა და მოვალეობაა და რომ ხალხს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი წარმომადგენლები.

ღაზის მმართველმა ჰამასმა 26 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თუ პალესტინურ დაპირისპირებულ მხარეებს შორის თანხმობა არ შესდგება, მაშინ, ისინი კვლავ მონაწილეობას არ მიიღებენ არავითარ არჩევნებში.

ასე რომ, წინა არჩევნების მსგავსად, 17 მაისის არჩევნებიც შეიძლება მხოლოდ დასავლეთ იორდანიის სანაპიროებზე ჩატარდეს და მან ღაზის სექტორი არ მოიცვას



მსგავსი ინფორმაციები