თურქეთი, რუსეთი და ირანი შეთანხმდნენ

მათ ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი

658245
თურქეთი, რუსეთი და ირანი შეთანხმდნენ

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე სირიის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე შეკრებაზე თურქეთი, რუსეთი და ირანი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევების წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.   სირიის საკითხთან დაკავშრებით რუსეთის, თურქეთის და ირანის მხრიდან მიღებული ერთობლივი დეკლარაცია შეკრებაზე ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქაირათ აბდურრაჰმანოვის მხრიდან იქნა წაკითხული. დეკლარაციის მიხედვით  სამივე  ქვეყნა ერთობლივი მექანიზმის  ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ,  რომლებიც მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ყოველგვარი დარღვევების თავიდან აცილებისთვის იმუშავებენ. მხარეებმა ასევე იმაზეც შეთანხმდნენ, რომ სირიის პრობლემის მოგვარება სამხედრო წესით შეუძლებელია და ამისათვის გაეროს მოუწოდეს, რომ 2254-ე კანონის თანახმად, სირიაში პოლიტიკურ პროცესს დაუჭირონ მხარი. მხარეები ასევე იმაზეც შეთანხმდნენ, რომ სირიის ოპოზიციონერები ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართული უნდა იყვნენ. რუსეთის, თურქეთის და ირანის სახით წარდგენილი გარანტორი ქვეყნები ასევე სირიაში არსებული ტერ ორგანიზაციების შეიარაღებულ ოპოზიციონერებისგან გამოყოფის საკითხზეც შეთანხმდნენ. ეს ყველაფერი კი ერთობლივ დეკლარაციაშიც აისახა.  



მსგავსი ინფორმაციები