ვარშავა ნატოს სამიტს მასპინძლობს

მასში 28 სახელმწიფოს ლიდერი იღებს მონაწილეობას

525610
ვარშავა ნატოს სამიტს მასპინძლობს

პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს მასპინძლობს, რომელზედაც თურქეთს პრეზიდენტი ერდოღანი წარადგენს და მასში სულ მონაწილეობას იღებს 28 ქვეყნის სახელმწიფო მეთაური ან მთავრობის ხელმძღვანელი.

ვარშავაში ლიდერები ცვალებად უსაფრთხოების გარემოში ალიანსის ადაპტაციის, უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების, კოლექტიური თავდაცვის  გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.

სამიტის ფარგლებში სპეციალური სხდომა მიეძღვნება ავღანეთში მომსახურე ნატოს ძალების მისიას და ამ ეგიდით ამ ქვეყნის თავდაცვისათვის 2018-2020 წლებში  გამოსაყოფ ფინანსურ თანხებს რა, წვერი ქვეყნები დამატებით ვალდებულებებსაც აიღებენ.

ვარშავაში ცალკე შეიკრიბება ასევე ნატო-უკრაინის კომისია და მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხს განიხილავენ.

ერდოღანს ამ სამიტზე თან ახლავენ საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ და თავდაცვის მინისტრი ფიქრი იშიქი რა, პრეზიდენტს ვარშავაში პირისპირი შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი. სამიტის გამო ვარშავაში უსაფრთხოების უმაღლესი დონეა გამოცხადებული და საჰაერო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში თურქეთიც იღებს მონაწილეობას



მსგავსი ინფორმაციები