საფრანგეთში გაფიცვების მასშტაბი იზრდება

გაფიცულები პარლამენტისკენ გაჭრას ცდილობენ

510865
საფრანგეთში გაფიცვების მასშტაბი იზრდება

საფრანგეთში შრომის ახალი კანონის საწინააღმდეგო აქციები და გაფიცვები გრძელდება და მან ისეთი მასიური და ფართო სახე მიიღო, რომ ყოველდღიური ცხოვრების პარალიზება გამოიწვია.

პილოტების, რკინიგზის და მეტროს თანამშრომლების შემდეგ ახლა ტაქსის მძღოლებიც შეუერთდნენ გაფიცვებს, რის გამოც ევრო-2016 გამშუქებელი ჟურნალისტები და ფეხბურთის ფანები ქალაქების გამოცვლისას დიდ გაჭირვებებს განიცდიან.

პარიზის ცენტრში შეკრებილი 10 ათასობით ადამიანი კი ეროვნული პარლამენტისკენ დაიძრა რა, მათი შეჩერების მიზნით პოლიცია წყლის ჭავლთან და ცრემლსადენ გაზებთან ერთად ზოგჯერ გადამეტებულ ძალასაც იყენებს.

როგორც განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ქვეყნის ყველაზე უდიდესი კონფედერაციის, CGT-ს ხელმძღვანელმა ფილიპ მარტინეცმა, პარიზის მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისათვის სხვადასხვა რეგიონებიდან დამატებით 450 ავტობუსით ჩამოიყვანენ მუშებს.

31 მარტს ქვეყნის 250 ქალაქში მოწყობილ ანტი სამთავრობო მსვლელობაში 1,2 მილიონმა კაცმა მიიღო მონაწილეობა.

შრომის ახალი კანონ-პროექტის მიღების შემთხვევაში მაქსიმუმი 10 საათიანი სამუშაო დრო 12 საათამდე გაიზრდება  



მსგავსი ინფორმაციები