აბდულსელამის დაკითხვა გრძელდება

ტერორისტებს პარიზის სტადიონის აფეთქება სდომებიათ

454355
აბდულსელამის დაკითხვა გრძელდება


გასული წლის 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილის, გუშინწინ დაკავებული სალიჰ აბდუსსელამის და მასთან ერთად 4 ეჭვმიტანილის დაკითხვამ ახალი დეტალები გამოიტანა სააშკარაოზე.

აბდუსელამის განცხადებით 13 ნოემბრის ტერაქტის მთავარი სამიზნე Stade'de France იყო, სადაც საფრანგეთ-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი უნდა გამართულიყო და მას საფრანგეთის მინისტრი ფრანსუა ოლანდიც უნდა დასწრებოდა, მაგრამ, ერთ ერთი თვითმკვლელი სტადიონზე ვერ შევიდა რა, ამიტომ იძულებული გახდა ბომბი სტადიონის მახლობელ fast-food-ის რესტორანში აეფეთქებინა.

ბელგიის პროკურატურამ აბდულსელამის მიმართ ტერორის მიზნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით საქმის გახსნა მოითხოვა.

აბდუსელამის ადვოკატის თქმით ისინი წინ აღუდგებიან მის ექსტრადაციას საფრანგეთში. გასული წლის 13 ნოემბერს პარიზში განხოციელებული ტერაქტის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა, 350 დაიჭრა



მსგავსი ინფორმაციები