არჩევნები გერმანიაში

გერმანიის 3 მხარეში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში კანცლერ ანგელა მერკელის პარტია ქრისტიან დემოკრატებმა ხმები დაკარგა.

450513
არჩევნები გერმანიაში

გერმანიის 3 მხარეში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში კანცლერ ანგელა მერკელის პარტია ქრისტიან დემოკრატებმა ხმები დაკარგა.

გერმანიის სამ მხარეში ბადენ- ვიურტერბერგში, საქსონია-ანჰალტსა და რაინლანდ-პფალცში ხმა 12 მილიონ 600 ათასმა ამომრჩეველმა მისცა.

პირველადი შედეგების მიხედვით, ბადენ- ვიურტერბერგში მწვანეთა პარტიამ ხმების 30,5%-ით, რაინლანდ-პფალცში კი სოციალ დემოკრატებმა 36,8%-ით მოიგეს არჩევნები.

საქსონია-ანჰალტში კი გამარჯვება ისევ ქრისტიან დემოკრატებმა მოიპოვეს ხმების 29,3%-ით თუმცა მათ წინა არჩევნებთან შედარებით ხმების 3,3%-ი დაკარგეს.

ანტიმიგრანტულად განწყობილი გერმანიისათვის ალტერნატიულმა პარტიამ სავარაუდოზე მეტი ხმების რაოდენობა მოიპოვა და სამ მხარეში პარლამენტში შესვლა მოახერხა.

მხარეთა საპარლამენტო არჩევნებმა მერკელის მიგრაციული პოლიტიკის ერთგვარი რეფერენდუმის სახე მიიღო.


საკვანძო სიტყვები: #გერმანია , #არჩევნები , #მერკელი

მსგავსი ინფორმაციები